Территория футбола
პაროლის აღდგენა?

ავტორიზაცია

სახელი:
პაროლი:




18-08-2010, 00:50

საქართველოს რაგინდარა ნაკრების მარცხის შემდეგ, ძნელია კმაყოფილების გრძნობა დაგეუფლოს, თუმცა, გუშინ ღამით სწორედ ამ იშვიათ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, პოლონეთთან გასვლით შეხვედრაში, კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა მასპინძლებს მხოლოდ 58 ქულა ჩაუგდო, თუმცა, მასპინძელთა უნიათობისა და დაცვაში საიმედო გარჯის გამო, საკუთარ ფარში მხოლოდ 67 ქულა მიიღო და მთავარი მისია შეასრულა – თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, იგორ კოკოშკოვის ნაკრები სეხნია იგორ გრიშჩუკის სამწყსოზე მაღლა აღმოჩნდება.
იხილეთ სრულად (კომენტარი:54)



16-08-2010, 03:15

არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ეროვნული ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტები ხვდებოდნენ ერთმანეთს. თუნდაც იმიტომ, რომ “დინამომ” და “ზესტაფონმა”, სხვა ქართულ გუნდებთან შედარებით, ევროტურნირებზე ღირსეულად ითამაშეს, ორი ეტაპი გაიარეს და მესამეშიც იბრძოლეს, იოლად არაფერი დაუთმიათ.
იხილეთ სრულად (კომენტარი:3)



15-08-2010, 04:53

მადრიდის “რეალმა” ბრემენის “ვერდერს” 21 წლის გამთამაშებელ მესუთ იოზილის შეძენის თაობაზე წინადადებით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.
ინფორმაცია ამის შესახებ გერმანულ მედიას ორივე კლუბის ხელმძღვანელობამ დაუდასტურა.
იხილეთ სრულად (კომენტარი:3)



15-08-2010, 04:51

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა “მეთოფეებთან” კიდევ 3 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. ამგვარად, ფრანგი სპეციალისტი ინგლისურ კლუბში მინიმუმ 2014 წლამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ ვენგერი “არსენალში” უკვე 14 წელია მუშაობს, რაც ამ კლუბის რეკორდია.
იხილეთ სრულად (კომენტარი:2)



15-08-2010, 04:50

იტალიურმა Corriere dello Sport-მა გაავრცელა ცნობა, “მილანი” და “იუვენტუსი” ფეხბურთელების გაცვლას აპირებენო - ბარტერის მონაწილედ საქართველოს ნაკრების მცველი კახა კალაძე მოიაზრება. საუბარია იტალიის ნაკრების ნახევარმცველ მაურო კამორანეზისა და კალაძის გაცვლაზე.
იხილეთ სრულად (კომენტარი:3)



15-08-2010, 04:48

სამწლიანი შესვენების შემდეგ, ქუთაისს "დიდი" ფეხბურთი კვლავ ეწვია. ამ ხნის განმავლობაში, რიონისპირა ქალაქში ბევრი რამ მოხდა - იყო უიმედობის განცდაც, თუმცა ბოლო ხანს მომხდარმა ცვლილებებმა ქუთათური ქომაგები კვლავ ოპტიმისტურად განაწყო. კლუბის ახალი მესაკუთრის გამოჩენა, სტადიონის რეკონსტუქცია და რაც მთავარია, ძველი სახელის - "ტორპედოს" აღდგენა, ყველაფერი ეს, სულ ახლახანს მოხდა. სწორედ ამიტომ, XXII ეროვნულის დაწყებას ქუთაისში განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ.
იხილეთ სრულად (კომენტარი:2)



15-08-2010, 04:46

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. ეს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მოხდა, სადაც ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის ჩასატარებლად ჩასულმა ქართულმა გუნდმა მასპინძლებს 83:79 სძლია და C ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე გასვლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.
იხილეთ სრულად (კომენტარი:4)



14-08-2010, 02:01

იტალიური Tuttosport-ი იტყობინება, რომ ტურინის იუვენტუსი ფიორენტინელი რიკარდო მონტოლივოთი....
იხილეთ სრულად (კომენტარი:4)



14-08-2010, 01:57

მანჩესტერ სიტის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა იტალიელი მარიო ბალოტელის შეძენა. მოთამაშემ კლუბთან ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ინგლისურმა კლუბმა იტალიელებს 30 მილიონი ევრო გადაუხადა.......................
იხილეთ სრულად (კომენტარი:7)



14-08-2010, 01:54

ლონდონის ჩელსიმ ბენფიკელი რამირესი შეიძინა.
იხილეთ სრულად (კომენტარი:6)




ნავიგაცია
              

              

              

              

              
სტატისტიკა
რეიტინგი
1       ESP  1883
2       NED  1659
3       BRA  1524
4       GER  1464
5       ARG  1288
6       URU  1152

სრული სტატისტიკა

ფოტო ალბომი